ხაზარაძე-ჯაფარიძის დაკვეთით დამჯდარა ეს ორი უსამშობლო “თი-ბი-სი” ბანკის დაფინანსებულ პოდკასტზე და თავიანთი ჭკუით დასცინიან, აბაიბურებენ და აყალბებენ საქართველოს ისტორიულ წარსულს. სახელდობრ, აბუჩად იგდებენ რუსუდან მეფის პიროვნებას და მხოლოდ და მხოლოდ უცხოურ წყაროზე, უცხო ავტორ იბნ ალ ასირზე დაყრდნობით საშინლად მოიხსენიებენ მირონცხებულ ქართველთა მეფეს, – ამის შესახებ ექსპერტი, ედიშერ გვენეტაძე წერს სოციალურ ქსელში.
ედიშერ გვენეტაძის განცხადებით, ნაცპროპაგანდისტი პოდკასტის წამყვანები ვერ ხვდებიან „თუ რამდენად სარწმუნო და ტენდენციურია არაბი ავტორის მიერ მოყვანილი აბსოლუტურად ანტიქართული, ტყუილ-მართლით გაჯერებული მაყურებლისთვის წაკითხული ცნობა“.
მისივე თქმით, პოდკასტის წამყვანებს დავალებული აქვთ თავიანთი დამფინანსებლებისგან – ხაზარაძე/ჯაფარიძისგან, რომ მოხდეს ქრისტიანობის დამცირება და ისლამის წინ წამოწევა. „ნახეთ! ხაზარაძე-ჯაფარიძის დაკვეთით დამჯდარა ეს ორი უსამშობლო “თი-ბი-სი” ბანკის დაფინანსებულ პოდკასტზე და თავიანთი ჭკუით დასცინიან, აბაიბურებენ და აყალბებენ საქართველოს ისტორიულ წარსულს. სახელდობრ, აბუჩად იგდებენ რუსუდან მეფის პიროვნებას და მხოლოდ და მხოლოდ უცხოურ წყაროზე, უცხო ავტორ იბნ ალ ასირზე დაყრდნობით საშინლად მოიხსენიებენ მირონცხებულ ქართველთა მეფეს. იმავდროულად განსაკუთრებულად დამცინავად და ნიშნისმოგებით ქრისტიანობას.
როგორც ირკვევა, მათი ფულის სანაცვლოდ მიღებული დავალებაც ეს არის. ერთმანეთში მოღლიცინეები მართალია მხოლოდ ერთი სიტყვით ეხებიან ქართველ ჟამთააღმწერელს, მაგრამ ქვეცნობიერში მაყურებელს აცნობენ, რომ ეს ქართველი პატრიოტი ისტორიკოსი ისე მკვეთრად უარყოფით ფერებში არ წარმოაჩენს მეფე რუსუდანს, როგორც იბნ-ალ-ასირიო. მათდა საუბედუროდ, ვერ ხვდებიან ეს სამშობლოს სიყვარულისა და პატრიოტიზმის წინააღმდეგ თაღლითი მამუკას და ბადრის მიერ ნაძარცვი ფულებით დაქურავებულ- აცრილი ეს ნაცპროპაგანდისტები თუ რამდენად სარწმუნო და ტენდენციურია არაბი ავტორის მიერ მოყვანილი აბსოლუტურად ანტიქართული, ტყუილ-მართლით გაჯერებული მაყურებლისთვის წაკითხული ცნობა. ვინაიდან მას წმინდა წყლის მუსლიმური იდეოლოგიური დატვირთვა და ხასიათი აქვს.
ვინაიდან იბნ ალ ასირი ცდილობს დაამციროს ქრისტიანობა და წინ წამოსწიოს ისლამი. თუმცა გასაკვირიც არაფერია. ვინაიდან ამ ორ უსამშობლოსაც ასეთივე მიზანი აქვს დასახული ხაზარაძე-ჯაფარიძე თაღლით უსამშობლოთა მიერ. ისე ეს მუცლით მეზღაპრენი ახალგაზრდები არიან და საინტერესოა გარკვეული დროის შემდეგ რას იტყვის ეს ორი დაკვეთით მოქმედი, სოროსის სკოლა გავლილი “მემატიანე” თავიანთი ბელადის მიშას და მიშას ოჯახის ზნეობის შესახებ? თუმცა ისიც საკითხავია, რა შემთხვევაში და ვინ მისცემთ დაკვეთას?“- წერს ედიშერ გვენეტაძე.