ფრედერიკ შოპენის სახელობის ვარშავის საერთაშორისო აეროპორტმა მუშაობა ჩვეულ რეჟიმში განაახლა. ინფორმაციას Reuters-ი პოლონეთის საჰაერო ნავიგაციის სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, მუშაობის ჩვეულ რეჟიმს აგრეთვე დაუბრუნდნენ ვარშავასთან ახლოს განლაგებული მოდლინის და ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ჟევუშის აეროპორტებიც.
დახურული რჩება ლუბლინის აეროპორტი.
ცნობისთვის, პოლონეთმა რამდენიმე აეროპორტი დროებით დახურა მას შემდეგ, რაც რუსულმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა ქვეყნის საჰაერო სივრცე დაარღვიეს. პოლონურმა არმიამ დრონების ჩამოსაგდებად ცეცხლის გახსნა.
Facebook Comments Box