ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით, კომპანია GORBI-მ საზოგადოებრივი აზრის კვლევა ქვეყნის მასშტაბით ჩაატარა. პარტიული რეიტინგების, სახელმწიფო ინსტიტუტების ნდობისა და ქვეყნის განვითარების შესახებ მონაცემებს მაყურებელი დღეს 20:00 საათზე, მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში ნახავს.
კვლევა პირისპირი ინტერვიუს მეთოდის გამოყენებით ჩატარდა. საველე სამუშაო მოიცავს 11-20 აგვისტოს პერიოდს. გამოიკითხა 2300 ადამიანი. ცდომილების ზღვარი პლუს-მინუს 3 პროცენტია.
Facebook Comments Box