Uncategorized

ბექა ვაჭარაძე: ამ მომენტისთვის ელექტროენერგია მთელი ქალაქის მასშტაბით აღდგენილია. მუშაობს ყველა სატუმბი სადგური. ზარალს დავითვლით და როგორც ყოველთვის, გაიცემა შესაბამისი კომპენსაციები

ინტენსიურად მიმდინარეობს ამოტუმბვით სამუშაოები იქ, სადაც ამის შესაძლებლობა გვაქვს. გასულია მუნიციპალური სამსახური, ასევე საგანგებო სამსახური, – განაცხადა ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ.

„საბედნიეროდ ამ მომენტისთვის გამოიდარა და პროგნოზიც უკეთესია. ამ მომენტისთვის ელექტროენერგია მთელი ქალაქის მასშტაბით აღდგენილია. მუშაობს ყველა სატუმბი სადგური. ზარალს დავითვლით და როგორც ყოველთვის, გაიცემა შესაბამისი კომპენსაციები“, – აღნიშნა ბექა ვაჭარაძემ.

ძლიერი წვიმის შედეგად, ფოთში რამდენიმე ქუჩა, ეზოები და საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები დაიტბორა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა