Uncategorized

ევროპა სერიოზულ გასაჭირში: ტრამპი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ევროპას მიგრაციული კრიზისის შედეგებზე აფრთხილებს და გლობალიზმზე უარის თქმას სთხოვს

ევროპა სერიოზულ გასაჭირში, ამის შესახებ დონალდ ტრამპმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე განაცხადა.

აშშს პრეზიდენტი ევროპას მიგრაციული კრიზისის შედეგებზე აფრთხილებს და გლობალიზმზე უარის თქმას სთხოვს

მისი სხვა განცხადებები:

  • „ევროპა სერიოზულ გასაჭირშია. მასში შეიჭრა არალეგალური იმიგრანტების არმია, რომლის მსგავსიც მსოფლიოს ჯერ არ უნახავს… თქვენ გინდათ იყოთ პოლიტკორექტულები — მაგრამ ამით თქვენს მემკვიდრეობას ანადგურებთ. ლონდონს საშინელი მერი ჰყავს. ქალაქი ძალიან შეიცვალა. მათ შარიათის კანონი სურთ.“
  • „როგორც კი დავიწყეთ ყველა იმ ადამიანის დაკავება და დეპორტაცია, ვინც საზღვარს კვეთდა, და არალეგალი იმიგრანტების აშშ-დან გაძევება, მათ უბრალოდ შეწყვიტეს ჩამოსვლა.“
  • „მიგრანტები სიკეთის სანაცვლოდ მკვლელობებითა და ძალადობით იხდიან სამაგიეროს. ყველა ქვეყანას უნდა ჰქონდეს უფლება, დაიცვას თავისი საზღვრები და ჰქონდეს საკუთარი, შესანიშნავი კულტურა.“
  • „ტერორისტებო, რომლებსაც ნარკოტიკები შემოგაქვთ აშშ-ში, გაფრთხილებთ: ჩვენ გაგანადგურებთ.“
  • „მთელი გლობალისტური კონცეფცია, რომელიც წარმატებული, ინდუსტრიულად განვითარებული ქვეყნებისგან მოითხოვს, რომ ტკივილი მიაყენონ საკუთარ თავს და რადიკალურად გაანადგურონ თავიანთი საზოგადოებები, სრულად და საბოლოოდ უნდა იქნას უარყოფილი.“
  • „ტრამპმა კლიმატის ცვლილება ყველა დროის უდიდეს ტყუილად მოიხსენია, ხოლო მწვანე ენერგია „თაღლითობად“ და „აფერად“. „ნახშირბადის კვალი არის მითი, რომელიც ბოროტი განზრახვების მქონე ადამიანებმა მოიგონეს და ისინი ტოტალური განადგურების გზას ადგანან.“
  • „ჩვენ მზად ვართ, ნებისმიერი ქვეყანა ენერგიით უზრუნველვყოთ, მაგრამ ვაჭრობა უნდა იყოს პატიოსანი და ურთიერთსასარგებლო.“
Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა