Uncategorized

დავით მათიკაშვილი: როგორც სრულდებოდა კახა კალაძის ყველა დაპირება უკლებლივ, ასევე შესრულდება ყველა დაპირება, რომელიც განათლების, სპორტის პოლიტიკის ფარგლებშია გაცემული

თითოეული მოქალაქე შეძლებს და სპორტში, განათლებაში თვითრეალიზდება. ეს არის ის პირობა, რომელიც მერობის კანდიდატმა მისცა საზოგადოებას, – განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა.

„ისევე როგორც სრულდებოდა კახა კალაძის ყველა დაპირება უკლებლივ, ასევე განხორციელდება ყველა დაპირება, რომელიც ამ მიმართულებით არის გაცემული“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა, დედაქალაქის მოქმედმა მერმა კახა კალაძემ საზოგადოებას კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის პოლიტიკის ფარგლებში დაგეგმილი პროექტები წარუდგინა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა