Uncategorized

ირაკლი კირცხალია ზელენსკიზე: ამ მარიონეტმა, პირველ რიგში, პირი გამოირეცხოს და ისე ისაუბროს ჩვენს ქვეყანასთან მიმართებით

სამარცხვინო მარიონეტის უტიფარი განცხადება გაერო-ს უმაღლესი ტრიბუნიდან, – ასე შეაფასა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება, რომელმაც გაერო-ში სიტყვით გამოსვლისას თქვა: „ევროპაში საქართველო უკვე დავკარგეთ, ადამიანის უფლებები და ევროპული ხასიათის სახელმწიფოებრივი მოწყობა იქ მხოლოდ უარესდება“.

​კირცხალიას თქმით, ზელენსკიმ „კიდევ ერთხელ გაბედა საქართველოზე უარყოფით ჭრილში საუბარი ადამიანის უფლებების კუთხით, რითიც, პირველ რიგში, საკუთარ ქვეყანაში დარჩენილ მოსახლეობას მიაყენა შეურცხყოფა“.

„ამ ადამიანმა, ე.წ. პოლიტიკოსმა, გაბედა და კიდევ ერთხელ ისაუბრა ჩვენს ქვეყანაზე უარყოფით ჭრილში და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რა კუთხით – როდესაც საქმე ადამიანის უფლებებს ეხება. ამით შეურაცხყოფას, პირველ რიგში, აყენებს თავისი ქვეყნის მოსახლეობას, იმ ქვეყნის დარჩენილ მოსახლეობას, რადგან კარგად ვიცით, იძულებითი მიგრაციის დონე რაც არის უკრაინაში; იმ ქვეყნის მოსახლეობას, რომლის მიმართაც ძალადობრივ გაწვევას ფრონტის ხაზზე ყოველდღიურ რეჟიმში მთელი მსოფლიო ადევნებს თვალყურს, პირდაპირი მნიშვნელობით, ხალხის როგორი მოტაცება ხდება ქუჩებიდან. როდესაც ადამიანის უფლებებზე საუბრობს, ჯერ ჩაიხედოს ევროკომისიის დასკვნაში, როდესაც ჩვენს ქვეყანაზე, საქართველოზე ხმას იღებს და ნახოს, სად არის მისი ქვეყანა დღეის მდგომარეობით თითოეული მიმართულებით –  ეს იქნება კორუფცია, მედიათავისუფლება, ადამიანის უფლებები თუ სხვა, შემდეგ ასევე ჩახედოს ევროკომისიის დასკვნას ამ მარიონეტმა, სად არის ჩვენი ქვეყანა და შემდეგ ისაუბროს. ვიდრე გაბედავს, როგორც მისი მაღალჩინოსნები ბედავდნენ, ჩვენი ქვეყნისთვის შეურაცხყოფა მიეყენებინათ და პირდაპირი მოწოდებები ჰქონოდათ ომში ჩართვაზე, ამ მარიონეტმა, პირველ რიგში, პირი გამოირეცხოს და ისე ისაუბროს ჩვენს ქვეყანასთან მიმართებით“, – აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა