რადიკალური ოპოზიცია, რომელიც არის ნაცმოძრაობის დანაყოფი, აანონსებს პიკეტირებას, შანტაჟს, რევოლუციას, თანაც „მშვიდობიანს“, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე რიმა ბერაძემ.
მისი თქმით, კანონდარღვევის შემთხვევაში, სამართალდამცველები კანონის შესაბამისად იმოქმედებენ.
„ისინი პირდაპირ ამბობენ, რომ იქნება დაუმორჩილებლობა. მე შევახსენებ თითოეულ მათგანს, რომ ქვეყანაში არსებობს კანონები. ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც დაარღვევს კანონს, რა თქმა უნდა სამართალდამცავი ორგანოები იმოქმედებენ კანონის შესაბამისად“, – აღნიშნა ბერაძემ.
Facebook Comments Box