Uncategorized

ტრამპმა განაცხადა, რომ 1 ოქტომბრიდან სხვა ქვეყნებში წარმოებულ სატვირთო ავტომობილებზე 25-პროცენტიან ტარიფს დააწესებს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მიმდინარე წლის 1 ოქტომბრიდან საზღვარგარეთ წარმოებულ სატვირთო ავტომობილებზე 25-პროცენტიან ტარიფებს შემოიღებს.

„ჩვენი სატვირთო ავტომობილების დიადი მწარმოებლების უსამართლო გარე კონკურენციისგან დასაცავად 2025 წლის 1 ოქტომბრიდან 25-პროცენტიან ტარიფს დავაწესებ მსოფლიოს სხვა ნაწილში აწყობილ მძიმე დიდ სატვირთო ავტომობილებზე. მაშასადამე, ჩვენი სატვირთო ავტომობილების დიადი მწარმოებლები, როგორებიცაა Peterbilt-ი, Kenworth-ი, Freightliner-ი, Mack Trucks-ი და სხვები, დაცულები იქნებიან გარე ჩარევებისგან“, – დაწერა ტრამპმა.

თეთრი სახლის ლიდერის განცხადებით, მას სჭირდება, რომ სატვირთოზე მომუშავე ამერიკელი მძღოლები იყვნენ ფინანსურად ჯანმრთელი და ძლიერი ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე.

Facebook Comments Box

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა