Uncategorized

ორთაჭალჰესის ხიდის სრული რეაბილიტაცია დასრულდა

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა მდინარე მტკვარზე მდებარე ორთაჭალჰესის ხიდს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარა.

როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, პროექტის ფარგლებში აღდგა და განახლდა ხიდის კონსტრუქციული ნაწილი და დაზიანებული ელემენტები.

„დედაქალაქში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი დასრულდა. მდინარე მტკვარზე მდებარე ორთაჭალჰესის ხიდის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა. რეაბილიტაციის ფარგლებში, ხიდზე მასშტაბური სარეკონსტრუქციო სამუშაოები ჩატარდა. პირველ ეტაპზე, საინჟინრო-საკვლევი სამუშაოები განხორციელდა, რის საფუძველზეც დაიგეგმა სარეაბილიტაციო პროცესი.

პროექტის ფარგლებში აღდგა და განახლდა ხიდის კონსტრუქციული ნაწილი და დაზიანებული ელემენტები. ასევე, სანიაღვრე სისტემა შეიცვალა და დაემატა ცხაურები, ჩატარდა ჰიდროიზოლაციის სამუშაოები. გარდა ამისა, საჰაერო ელექტროსადენები მიწისქვეშა კაბელარხებში განთავსდა. გზის სავალი ნაწილი სრულად განახლდა – დაიგო ასფალტის საფარი და დაიხაზა. ხიდზე არსებული ტროტუარები სრულად რეაბილიტირდა და გარე განათების თანამედროვე, ენერგოეფექტური LED ლამპიონები მოეწყო“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერის ინფორმაციით, რეაბილიტაციის შემდეგ, ორთაჭალჰესის ხიდზე გადაადგილება სრულიად უსაფრთხოა, საავტომობილო მოძრაობა კი ორმხრივად აღდგენილია.

ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა