Uncategorized

პიტ ჰეგსეტის თვითმფრინავი დიდ ბრიტანეთში ავარიულად დაეშვა

თვითმფრინავი, რომელშიც აშშ-ის თავდაცვის მდივანი პიტ ჰეგსეტი იმყოფებოდა, საქარე მინაში გაჩენილი ბზარის გამო დიდ ბრიტანეთში ავარიულად დაეშვა. ინფორმაციას აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის პრესმდივანი შონ პარნელი ავრცელებს.

ჰეგსეტი აშშ-ში ბრუნდებოდა, მას შემდეგ, რაც ბრიუსელში უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართა.

„თვითმფრინავი დიდ ბრიტანეთში დაუგეგმავად დაჯდა, რადგან მის საქარე მინას ბზარი გაუჩნდა“, – დაწერა პენტაგონის პრესმდივანმა სოციალურ ქსელ X-ში.

მოგვიანებით ინციდენტს გამოეხმაურა თავად ჰეგსეტიც, რომელმაც სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ყველაფერი რიგზეა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა