Uncategorized

საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულ ირაკლი შაიშმელაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა

საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულ ირაკლი შაიშმელაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა.

სხდომაზე ბრალდების მხარე უმკაცრესი აღმკვეთის ღონისძიების გამოყენებას შუამდგომლობდა.

საქმის პროკურორის თქმით, არსებობდა ბრალდებულის მხრიდან მიმალვის, დანაშაულის ხელახლა ჩადენისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხეები, რასაც არ დაეთანხმა დაცვის მხარე.

მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა ბრალდების მხარის პოზიცია სრულად გაიზიარა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კიდევ 16 პირი დააკავა, ჯამში, დაკავებულია 62 ადამიანი. უცხოეთში მყოფი ორი პირის მიმართ დაწყებულია სისხლის სამართლებრივი დევნა, რომელთა შორის ერთ-ერთი ირაკლი შაიშმელაშვილია.

Facebook Comments Box

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა