თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია „ფორმულას“ ტელეწამყვანი, ვახო სანაია ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო.
მოსამართლე, მანუჩარ ცაცუას გადაწყვეტილებით, მას 6-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა განესაზღვრა.
„რაღაცას მედავება ეს ხალხი მაშინ, როდესაც მათმა რეჟიმმა კონსტიტუცია დახია, ხალხი ცემა, პოლიტპატიმრები ჰყავს, ქვეყნის საგარეო კურსი შეცვალა. ყველა კანონი დარღვეულია, რომელიც ადამიანის უფლებებს ეხება. ჩემი ვალდებულებაა, იქ ვიყო, სადაც ხალხი, რომელიც ერთი წელია იბრძვის. ეს კი ვერ იქნება ხელოვნური. დარწმუნებული ვარ, ეს ბრძოლა დამთავრდება ჩვენი გამარჯვებით. ეს ადამიანები [შსს წარმომადგენლები], რომლებსაც ჰგონიათ, რომ რეჟიმიდან რეჟიმში გადავლენ, რეჟიმის დამხობის შემდეგ, ეს ხალხი აქ ვერ იქნება“,- განაცხადა ვახო სანაიამ პროცესზე.
ცნობისთვის, ვახო სანაიას შინაგან საქმეთა სამინისტრო, 18 ოქტომბრის საღამოს საათებში, რუსთაველის გამზირის ხელოვნურად გადაკეტვას ედავება.