ამ ადამიანმა მსოფლიოს მისცა მაგალითი, თუ როგორი არ შეიძლება იყოს დიპლომატი, – განაცხადა მედიასთან საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ საქართველოში გერმანიის ელჩზე, პეტერ ფიშერზე საუბრისას.
„იმის მაგივრად, რომ მას [პეტერ ფიშერი] ორ ქვეყანას შორის მაქსიმალურად დაეთბო ურთიერთობები და კონსტრუქციული ურთიერთობებისთვის ყველაფერი გაეკეთებინა, პირიქით, „ნაციონალური მოძრაობის“ პარტაქტივად იქცა. ეს ადამიანი არის ანტიდიპლომატიის ნათელი მაგალითი“, – აღნიშნა კირცხალიამ.
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოში ქვეყნის ელჩის, პეტერ ფიშერის კონსულტაციებისთვის გაწვევა გადაწყვიტა. ინფორმაცია უწყებამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.
Facebook Comments Box