Uncategorized

ირაკლი კირცხალია საკონსტიტუციო სასამართლოში შესატან სარჩელზე, რომელიც პარტიების აკრძალვას ეხება: სარჩელის ტექსტზე მუშაობა თითქმის დასრულებულია, ტექნიკური დეტალებია დარჩენილი

სარჩელის ტექსტზე მუშაობა თითქმის დასრულებულია, ტექნიკური დეტალებია დარჩენილი, – განაცხადა „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ პარტიების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით დასმული კითხვების პასუხად.

დეპუტატის თქმით, სარჩელი საგამოძიებო კომისიის მძიმე დასკვნაზეა აგებული.

„სარჩელის ტექსტზე მუშაობა თითქმის დასრულებულია, ტექნიკური დეტალებია დარჩენილი. უახლოეს დღეებში სარჩელი შევა საკონსტიტუციო სასამართლოში და საზოგადოებას ექნება შესაძლებლობა, იმის დაგვირგვინება იხილოს, რასაც პირდაპირ ეთერში ადევნებდა თვალს პარლამენტის საგამოძიებო კომისიის ფარგლებში. გახსოვთ რა მძიმე დასკვნა მომზადდა საგამოძიებო კომისიის შემდეგ, რომელზეც აგებულია ძალიან მყარი სარჩელი, რომელიც უახლოეს დღეებში შევა სასამართლოში. რაც შეეხება იმას, რომელი პარტიები იქნებიან სარჩელში, ამას მალე შეიტყობთ“, – აღნიშნა კირცხალიამ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა