სამართალი

ირაკლი კირცხალია: ყველა მხრივ ცდილობენ ეს ჯგუფები, კოლექტიური გიგაურებით, ლომჯარიებით, ე.წ. იურისტებით, ვიღებთ კანონს, სხედან და ეძებენ გზებს როგორღაც კიდევ დაგირღვიონ კანონი, გააგრძელონ ეს დესტრუქცია. ამის საშუალებას არ მივცემთ

ყველა მხრივ ცდილობენ ეს ჯგუფები, კოლექტიური გიგაურებით, ლომჯარიებით, ე.წ. იურისტებით, ვიღებთ კანონს, სხედან და ეძებენ გზებს როგორღაც კიდევ დაგირღვიონ კანონი, გააგრძელონ ეს დესტრუქცია, – განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კირცხალიამ.

ირაკლი კირცხალიას თქმით, ამის საშუალებას არ მისცემენ.

„ყველა მხრივ ცდილობენ ეს ჯგუფები, დიდი ჯგუფი თავიანთი აგენტებით, კოლექტიური გიგაურებით, ლომჯარიებით, ე.წ. იურისტებით, ვიღებთ ჩვენ კანონს, სხედან და კანონის მიღებიდან ეძებენ გზებს, რომ ისევ მიუბრუნდნენ იმ სცენარს, რომ როგორღაც კიდევ დაგირღვიონ კანონი, კიდევ რაღაცა იპოვონ და როგორღაც ისევ გააგრძელონ ეს დესტრუქცია. ამის საშუალებას არ მივცემთ.

ასე, რომ როდესაც საუბარია პროტესტზე, კიდევ ერთხელ ვმეორდები, თუ რაოდენობა საზოგადოების, მომიტინგეების, ნებისმიერ საკითხზე, იქნება იმდენი რომ ვერ დაეტევიან საფეხმავლო ნაწილზე, აქ ჩვენ ვერანაირ პრობლემას ვხედავთ, მაგრამ როდესაც 15 კაცი დარბის წინ და უკან რუსთაველზე, რაღაც ლენტებს ახვევს და დისკომფორტს უქმნის ჩვენს მოქალაქეებს, ამას არ დავუშვებთ“, – აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა