Uncategorized

ნინო წილოსანი გოგი გვახარიაზე: “ამხელა კაცმა” ჩვენი ფოტოს დაშეარების გარდა, აზრი რომ ვერ გამოიტანა საოცარი კონცერტიდან, სადაც გენიალური ქართველი კომპოზიტორის, დავით თორაძის მუსიკა გაცოცხლდა ძეფირელის ფონდის დარბაზში, ვფიქრობ, სერიოზული შემოქმედებითი და ღირებულებითი კრიზისი აქვს

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ნინო წილოსანი, სოციალურ ქსელში ეხმიანება გოგი გვახარიას შეფასებას ფლორენციაში, ფრანკო ძეფირელის ფონდის დარბაზში, ქართველი კომპოზიტორის – დავით თორაძის საავტორო მუსიკის საღამოს შესახებ.

წილოსანის განცხადებით, “ამხელა კაცმა”, მისი და საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ეკა ჭიჭინაძის ფოტოს გაზიარების გარდა, სხვა აზრი რომ ვერ გამოიტანა კონცერტიდან, ეს სერიოზულ შემოქმედებით და ღირებულებით კრიზისზე მიუთითებს. “

“ამხელა კაცმა” ჩვენი ფოტოს დაშეარების გარდა აზრი რომ ვერ გამოიტანა ამ საოცარი კონცერტიდან, სადაც გენიალური ქართველი კომპოზიტორის, დავით თორაძის მუსიკა გაცოცხლდა ძეფირელის ფონდის დარბაზში, ვფიქრობ, სერიოზული შემოქმედებითი და ღირებულებითი კრიზისი აქვს და გულწრფელად ვწუხვარ ამის გამო,” – წერს ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა