რამდენჯერ უნდა ავხსნათ, რომ ვერც სქესი, ვერც პროფესია ვერ იქნება ინდულგენცია კანონის წინააღმდეგ, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ.
ჟურნალისტმა მას ჰკითხა, მაშინ, როდესაც ხელისუფლება ტრადიციების პატივისცემაზე საუბრობს, არის თუ არა ქართული ტრადიცია ის, რომ აქციების მიმდინარეობის ფარგლებში ამ დროისთვის ხუთი ქალია დაკავებული.
„რას მელაპარაკებით?! ანუ ქალმა რომ რაღაც ჩაარტყას თავში მეორეს, ქალბატონია და არ დავაკავოთ?! აქციაზე დგომა არ არის დანაშაული. დანაშაული არის არასწორ ადგილას დგომა, სადაც აკრძალულია. [დააკავეს იმიტომ] ესე იგი გადაკეტა გზა, ან ვიღაცას შეურაცხყოფა მიაყენა. კანონი დაარღვია და კანონმა იმოქმედა.
რამდენჯერ უნდა ავხსნათ, რომ ვერც სქესი, ვერც პროფესია ვერ იქნება ინდულგენცია კანონის წინააღმდეგ. აქციაზე რაიმეს გაპროტესტება თუ უნდათ, კანონის ფარგლებში გააპროტესტონ“, – აღნიშნა კირცხალიამ.
ჟურნალისტი ჩაეკითხა, როგორ შეაფასებს 70 წლის დევნილი ქალის დაკავებას.
„წარმოიდგინეთ, რა დონის უტიფარია, ყველაფრისგან დაცლილია ადამიანი, რომელიც ასეთ ადამიანებს იყენებს სიბინძურისთვის“, – აღნიშნა კირცხალიამ.