სამართალი

ალექსანდრე თამაზაშვილი: ირაკლის არასოდეს გადაუდგია საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო ნაბიჯი და არც მომავალში გადადგამს, თუნდაც ეს საკუთარი თავის დაზიანებად დაუჯდეს

უკანონო შემოსავლები და კორუფცია სხვადასხვა ცნებებია. დაველოდოთ გამოძიების დასრულებას და დასკვნები შემდეგ გამოვიტანოთ, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ცოლის ძმა, “ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი ალექსანდრე თამაზაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ირაკლის არასოდეს გადაუდგია საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო ნაბიჯი.

„დრო ყველაფერს აჩვენებს….

ერთში კი სრულიად დარწმუნებული ვარ: ირაკლის არასოდეს გადაუდგია საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო ნაბიჯი და არც მომავალში გადადგამს, თუნდაც ეს საკუთარი თავის დაზიანებად დაუჯდეს…“, – წერს ალექსანდრე თამაზაშვილი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა