Uncategorized

გიორგი გაბუნია: აქამდე „გახარია საქართველოსთვის“ იყო, ახლა „გახარია გერმანიისთვის“ არის, მათი პარლამენტში შემოსვლით საკანონმდებლო ორგანოს არც რაიმე მოემატება და არც დააკლდება

მათი პარლამენტში შემოსვლით საკანონმდებლო ორგანოს არც რაიმე მოემატება და არც დააკლდება. თუ შემოვლენ, საზოგადოების იმ ნდობას გაამართლებენ, რაც თავის დროზე მიიღეს, – ასე აფასებს გიორგი გაბუნია პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტში შესვლას. პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ გიორგი გახარიას პარტია გარედან მიღებულ დავალებებს ასრულებს.

„რა თქმა უნდა, ისინი საკუთარი ინტერესებით და გარე დავალებებით მოქმედებენ. ეს ხალხი „ნაციონალური მოძრაობის“ დანაყოფია, რომელიც ქვეყანაში გარე დავალებით მოქმედებს. მგონი, მათი ლიდერი გერმანიაშია. აქამდე „გახარია საქართველოსთვის“ იყო, ახლა „გახარია გერმანიისთვისაა“. კომიკურ მდგომარეობაში არიან – გახარია გერმანიისთვის, მათი პარტია „ნაცებისთვის“. არავის მივცემთ უფლებას, ქვეყანაში სიტუაცია არიოს. აღკვეთილი იქნება ნებისმიერი გამოწვევა, რაც გამოიხატება აგენტურაში თუ რადიკალურ მოქმედებებში. თითს არ გავანძრევინებთ არც ელჩს, არც მათ შემსრულებლებს და არც დამკვეთებს, რადგან საქართველო შემდგარი სახელმწიფოა“, – განაცხადა გაბუნიამ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა