უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ დღეს ბუდაპეშტში მშვიდობის მარში გაიმართება.
მისი განცხადებით, მარშზე მთავარი სათქმელი იქნება ის, რომ უნგრელები ირჩევენ მშვიდობას და არ აპირებენ სიკვდილს უკრაინისთვის.
„ბუდაპეშტის მშვიდობის მარშის დღეც დადგა. დღეს ჩვენ მთელ მსოფლიოს ვეტყვით: უნგრეთი ომს „არა“-ს ეუბნება! ჩვენ უკრაინისთვის არ მოვკვდებით. ჩვენ ბრიუსელის მოთხოვნით არ გავაგზავნით საკუთარ შვილებს სასაკლაოზე“, – დაწერა ორბანმა.
Facebook Comments Box