საქართველოს პროკურატურამ საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ბრალი წარუდგინა, პროკურატურა აღკვეთის ღონისძიებად მილიონი ლარის გირაოს ითხოვს.
ამის შესახებ საქართველოს პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.
უწყების ცნობით, თანამდებობის ყოფნის პერიოდში ღარიბაშვილი „ფარულად და აქტიურად ახორციელებდა სხვადასხვა ტიპის ბიზნეს საქმიანობას, დეკლარაციებში უთითებდა ყალბ მონაცემებს, რომ თითქოს ოჯახის წევრისგან საჩუქრად იღებდა დიდი ოდენობით თანხებს“.
პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულმა თავი სრულად ცნო დამნაშავედ.
Facebook Comments Box











