სამართალი

ლილი გელაშვილი – საქმე ეხება 2016 წლიდან დღემდე პერიოდში, მისი საკუთარი ბიზნესიდან (ღვინის ინდუსტრია) შემოსულ თანხებს – აი, ეს არის სწორედ დაუსაბუთებელი ქონება და ამ პერიოდს მოიცავს. ამიტომ აქვს წარდგენილი ბრალი და ეს აღიარა.

ირაკლი ღარიბაშვილს საკუთარ ბიზნესში არავინ ეხმარებოდა. ღვინის ინდუსტრია იყო ძირითადად, ეს იყო ღვინის ქარხნები, რომლის ხელმძღვანელი არის მისი მამა, ტარიელ ღარიბაშვილი, – ამის შესახებ ადვოკატმა ლილი გელაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ადვოკატმა განმარტა, თუ რა პერიოდის ჩათვლით ედავებიან ღარიბაშვილს დაუსაბუთებელ ქონებას.

„ ბრალი წარედგინა არა სხვა თანამდებობის პირების მიმართ თანამშრომლობის, არა მათთან რაიმე დანაშაულებრივი კავშირის, არა რაიმე განზრახვის და ბიზნეს დატერორების და ა.შ. შესახებ, არამედ მას ბრალი წარედგინა, კონკრეტულად 2016 წლის შემდეგ პერიოდზე, როდესაც ის პირველად იყო პრემიერ-მინისტრი და დატოვა თანამდებობა – ის წავიდა კერძო ბიზნესში, ჩინურ სოლიდურ კომპანიასთან ჰქონდა ურთიერთობა, საიდანაც ჰქონდა ძალიან სოლიდური შემოსავლები. ჰქონდა კერძო ბიზნესი, ამ ბიზნესის წარმოების დროს მეორედ მოხდა ირაკლი ღარიბაშვილის მობრუნება პოლიტიკაში და ძალიან კარგად მოგეხსენებათ, რა ვითარებაში და რა პირობებში მოხდა ეს ყველაფერი, მას ეს არ სურდა, ეს არ იყო მისი მიზანი – [თანამდებობაზე დაბრუნება] აიძულეს არა, მაგრამ მოხდა. მისი ნების გარეშე ვერავინ ვერაფერს აიძულებდა. [დავა]არის 2016 წლიდან დღემდე პერიოდში ბიზნესწარმოებას, მისი საკუთარი ბიზნესიდან შემოსულ თანხებს – აი, ეს არის სწორედ დაუსაბუთებელი ქონება და ამ პერიოდს მოიცავს. ამიტომ აქვს წარდგენილი ბრალი და აი, ეს აღიარა.

საკუთარ ბიზნესში არავინ ეხმარებოდა. ღვინის ინდუსტრია იყო ძირითადად, ეს იყო ღვინის ქარხნები, რომლის ხელმძღვანელი არის მისი მამა, ტარიელ ღარიბაშვილი“, – განაცხადა ლილი გელაშვილმა.

ცნობისთვის, ყოფილ პრემიერ-მინისტრს  აღკვეთის ღონისძიების სახით 1-მილიონიანი გირაო შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ეკა ბარბაქაძემ მიიღო. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ღარიბაშვილს სხვა დამატებითი ღონისძიებებიც დაუწესდა. კერძოდ კი, მას პასპორტი ჩამოერთვა და ქვეყნის ფარგლებს გარეთ გასვლა აეკრძალა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა