Uncategorized

ვერავის შეაშინებთ! პატიმრობის ხუთმა დღემ უფრო მეტი ძალა მომცა

ვერავის შეაშინებთ! პატიმრობის ხუთმა დღემ უფრო მეტი ძალა მომცა – ქეთა ციცქიშვილმა  პირველი კომენტარი წინასწარი მოთავსების იზოლატორის დატოვების შემდეგ გააკეთა.

ჟურნალისტი ამბობს, რომ უფრო დიდი ძალებით გააგრძელებს ბრძოლას და რუსთაველის გამზირზეც ისევ იდგება ხალხის გვერდით.

„ამ ხუთმა დღემ პირიქით, უფრო მეტი ძალა მომცა, რომ უფრო მეტად ვიბრძოლო იმ უდანაშაულო ადამიანების გასათავისუფლებლად, რომლებიც ციხეში არიან და კიდევ აკავებენ ვიღაცებს. ზუსტად იცოდნენ მათ, რომ არავის შეშინებია ამ პატიმრობების და სადამსჯელო ოპერაციების. ვიბრძოლებთ აუცილებლად ბოლომდე. ყველა, ვისთანაც ერთად ვიყავი იზოლატორში და ეს იყვნენ ძლიერი ქალები, მართლა იმაზე ვფიქრობდით, როგორ გავაგრძელოთ ბრძოლა – ფურცელზე ვიწერდით, რა შეიძლება გაკეთდეს და ბრძოლის რა მეთოდები შეიძლება ახალი, რომ ნაბიჯები გადავდგათ. შესაბამისად, არც მე, და შემიძლია მათი სახელითაც ვთქვა, რომ არცერთს არ ეშინია არაფრის. დღეს შეიძლება ვერ მოვასწრო, რადგან ჩემი შვილი სანახავი მყავს, მაგრამ ხვალიდან უკვე რუსთაველზე ვიქნები” – განუცხადა “პირველებს” ქეთა ციცქიშვილმა. 

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა