უცხოური მედია

Foxnews- ფრიდრიხ მერცმა მიგრანტებთან დაკავშირებული თავისი კომენტარები უფრო განამტკიცა და განაცხადა, რომ გერმანელებს და ევროპელებს „საზოგადოებრივ ადგილებში გადაადგილების ეშინიათ“, რამაც მემარცხენეების მხრიდან მწვავე რეაქცია გამოიწვია და კანცლერი რასისტად შერაცხეს

გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა მიგრაციასთან დაკავშირებული თავისი კომენტარები კიდევ უფრო განამტკიცა და განაცხადა, რომ ბევრ გერმანელს და ევროპელს „ეშინია საზოგადოებრივ ადგილებში გადაადგილების“.- ამის შესახებ ინფორმაციას Foxnews-ი ავრცელებს.

მისმა განცხადებამ კრიტიკოსების მხრიდან უკმაყოფილება და უარყოფითი რეაქცია გამოიწვია, რომლებიც მას ანტი-მიგრანტული განწყობების გაღვივებაში ადანაშაულებენ, მიუხედავად იმისა, რომ ის ამტკიცებს- მიგრანტები აუცილებელია. ზოგიერთმა მათგანმა გერმანიის ლიდერი რასიზმშიც კი დაადანაშაულა. მერცმა უარყო გერმანიის ზოგიერთი პოლიტიკური წრეების მხრიდან კრიტიკა მისი მთავრობის მკაცრი პოზიციის გამო არალეგალურ მიგრაციასთან დაკავშირებით. მანვე აღნიშნა, რომ მიგრანტები არიან „ჩვენი შრომითი ბაზრის შეუცვლელი ნაწილი“, — იუწყება გერმანული DW News.

მან ასევე აღნიშნა, რომ მიუხედავად ამისა, გერმანიაში და მთელ ევროპაში ბევრ ადამიანს “ეშინია საზოგადოებრივ სივრცეებში გადაადგილების“, რადგან იქ იმყოფებიან მიგრანტები, „რომლებსაც არ აქვთ მუდმივი საცხოვრებლის სტატუსი, არ მუშაობენ და არ ემორჩილებიან ჩვენს წესებს“, — წერს გამოცემა.

„რა თქმა უნდა, ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს ეს პრობლემა ქალაქის ლანდშაფტში და სწორედ ამიტომ უწყობს ხელს და ახორციელებს ფედერალური შინაგან საქმეთა მინისტრი ფართომასშტაბიან დეპორტაციებს“, – განაცხადა მან გასულ კვირას პოტსდამში ვიზიტის დროს.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა