უცხოური მედია

რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ უკრაინაში კონფლიქტი დიპლომატიური გზით გადაწყდება

რუსეთი, აშშ და უკრაინა რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის დიპლომატიური გზით გადაწყვეტის ზღვარზე არიან, ვინაიდან ვოლოდიმირ ზელენსკიმ „აღიარა, რომ სამხედრო მოქმედებები ფრონტის ხაზის გასწვრივ უნდა შეჩერდეს“, — განაცხადა კირილ დმიტრიევმა CNN-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

დმიტრიევმა ასევე კომენტარი გააკეთა სანქციებზე, რომლებიც „ლუკოილისა“ და „როსნეფტის“ წინააღმდეგ არის მიმართული.

მისი თქმით, ისინი არსებით გავლენას ვერ მოახდენენ რუსეთის ეკონომიკაზე, არამედ „მხოლოდ გაზრდიან ნავთობის ფასს მსოფლიოში, რაც, თავის მხრივ, გამოიწვევს ბენზინის გაძვირებას აშშ-ში.

„რაც შეეხება რუსეთს, მისი განმარტებით, შედეგად ის „ნაკლებ ნავთობს უფრო მაღალ ფასად გაყიდის“, — განმარტა დმიტრიევმა Fox News-თან ინტერვიუში.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა