პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი ევროკომისიის ანგარიშზე: ისინი ამით უპირისპირდებიან არა მხოლოდ ქართულ სახელმწიფოს, არამედ მათ მიერ გამოქვეყნებულ წინა ანგარიშებსაც, რომლებშიც საქართველო ევროკავშირის წევრ ქვეყნებსაც კი უსწრებს

„ეს არის არა მხოლოდ ტყუილი, არამედ, უტიფარი ტყუილი. ეს არის ევრობიუროკრატიის ღირებულებითი გადაგვარება, რომელიც არ შეესაბამება ევროკავშირის სადამფუძნებლო პრინციპებს“, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა ეკა სეფაშვილმა განაცხადა, ევროკავშირის გაფართოების ანგარიშზე კომენტირებისას.

მისი თქმით, ტყუილზე აგებული ეს შეფასება ევროკავშირის ისტორიაში ერთ-ერთი დიდი სირცხვილია.

„ისინი უპირისპირდებიან არა მხოლოდ ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხს, არამედ მათ მიერ გამოქვეყნებულ წინა ანგარიშებსაც, რომლებშიც საქართველო ისეთ მაღალ დონეზეა შეფასებული, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებსაც კი უსწრებს. ტყუილზე აგებული ეს შეფასება, ვფიქრობ, მათ ისტორიაში ერთ-ერთი დიდი სირცხვილია“, – აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა