უცხოური მედია

პერის ჰილტონი ეპშტეინის სკანდალთან კავშირს უარყოფს- „არც კი მახსოვს, მაქსველი შემხვედრია თუ არა“

44 წლის პერის ჰილტონი გამოეხმაურა გავრცელებულ ცნობებს, რომ გისლეინ მაქსველს, ჯეფრი ეპშტეინის მსჯავრდებულ თანამზრახველს, მისი გადაბირება სურდა. მაქსველს ბრალი ედება ახალგაზრდა ქალების ეპშტეინთან წარდგენისთვის, რომლებიც შემდეგ სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდნენ.

The Times-თან ინტერვიუში ჰილტონმა განაცხადა, რომ „არც კი მახსოვს, ოდესმე თუ შევხვედრივარ მაქსველს“. სასტუმროების ქსელის მემკვიდრემ აღნიშნა, რომ მისი სახელი, სავარაუდოდ, უბრალოდ „კლიკბეიტისთვის“ (ყურადღების მისაქცევად) გამოიყენეს რეზონანსული თემის ფონზე.

ბრალდება მომდინარეობს 2020 წლის დოკუმენტური სერიალიდან, სადაც მუსიკის კომპოზიტორმა კრისტოფერ მეისონმა განაცხადა, რომ ერთ წვეულებაზე მაქსველმა ჰილტონის დანახვისას თქვა: „ღმერთო, ის იდეალური იქნებოდა ჯეფრისთვის. შეგიძლია გამაცნო?“

ჯეფრი ეპშტეინი, რომელიც 2019 წელს ციხეში გარდაიცვალა, ასობით ქალსა და გოგონაზე ძალადობისა და ტრეფიკინგის ბრალდებით იყო დაკავებული. მაქსველი კი ამჟამად 20 წლიან სასჯელს იხდის ციხეში ეპშტეინისთვის არასრულწლოვნების გადაბირების საქმეში მონაწილეობისთვის.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა