უცხოური მედია

აშშ-ის, უკრაინის, გერმანიის, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლების შეხვედრა დღეს ჟენევაში გაიმართება

დღეს ჟენევაში აშშ-ის, უკრაინის, გერმანიის, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართება.

როგორც „აქსიოსი“ წერს, აშშ-ის დელეგაციას სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო უხელმძღვანელებს.

დელეგაციის შემადგენლობაში ასევე იქნებიან პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლები, 28-პუნქტიანი გეგმის ავტორი სტივ უიტკოფი და დენ დრისკოლი, რომელიც რამდენიმე დღის წინ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.

უკრაინის დელეგაციის წევრები იქნებიან თავად უმეროვი, ასევე უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი, სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელი კირილ ბუდანოვი და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი კისილიცა.

„ჩვენ ვაგრძელებთ უკრაინელებთან მუშაობას, რათა ეს მათთვის საუკეთესო შეთანხმება იყოს. ჩვენ არ შეგვიძლია მათ პოზიციაზე საუბარი, მაგრამ შეთანხმება ყოველთვის იყო აშშ-ს, უკრაინელებსა და რუსებს შორის თანამშრომლობის შედეგი“, – განაცხადა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა „აქსიოსთან“.

ასევე, როგორც ამერიკელი მაღალჩინოსნები ამბობენ, 28-პუნქტიანი გეგმის დეტალები შესაძლოა, შეიცვალოს და სწორედ ამიტომ აწარმოებენ მოლაპარაკებებს მხარეებთან.

Facebook Comments Box

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა