უცხოური მედია

ორ ტეხასელს ჰაიტიზე გადატრიალების მცდელობისთვის სამუდამო პატიმრობა ემუქრება-სექს-მონებით დასახლებული კუნძული სურდათ

21 წლის გევინ ვაიზენბერგი და 20 წლის ტანერ თომასი თითქმის ერთი წელი მუშაობდნენ გეგმაზე ჰაიტის კუნძულ გონავის ხელში ჩასაგდებად, სადაც 87 000 ადამიანი ცხოვრობს. ამის შესახებ იუწყება აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდი.

ტეხასელები სწავლობდნენ ჰაიტის კრეოლურ ენას, აგროვებდნენ უსახლკაროებს ვაშინგტონის ოლქიდან (ტეხასი), როგორც დაქირავებულებს და ყიდულობდნენ იარაღს. ერთ-ერთი მათგანი აშშ-ის საჰაერო ძალებშიც კი ჩაეწერა საჭირო უნარების მისაღებად, ხოლო მეორე ტაილანდში გაფრინდა იალქნიანი იახტის მართვის კურსებზე, თუმცა საბოლოოდ გადაიფიქრა სწავლის მაღალი ფასის გამო.

მკვლელობის მიზნით შეთქმულების გარდა, ბრალდებულებს ედებათ არასრულწლოვნის სექსუალური ხასიათის გადაღებებში იძულების ბრალდებაც, რაც შესაძლო სამუდამო პატიმრობას კიდევ 15-დან 30 წლამდე პატიმრობას უმატებს.

ვაიზენბერგის ადვოკატი მიიჩნევს, რომ საქმე ჟღერს „შეშლილად, შეუძლებლად და აბსურდულად“, რაც იმას ნიშნავს, რომ, შესაძლოა, ასეც იყოს. თუმცა, 29-წლიანი სტაჟის კრიმინოლოგმა ალექს დელ კარმენმა მას თავისი კარიერის განმავლობაში ყველაზე უჩვეულო საქმე უწოდა – დაგეგმვა, განზრახვა და შესრულების უნარი, მისი თქმით, სახეზეა.

Facebook Comments Box

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა