თეთრ სახლში ვენესუელის პრეზიდენტზე დამატებითი ფსიქოლოგიური ზეწოლის განხორციელება გადაწყვიტეს- ამერიკული სამხედრო თვითმფრინავებიდან ფლაერების ჩამოყრა მისი 63-ე დაბადების დღის, 23 ნოემბრის, აღნიშვნის დღეს. ამის შესახებ გაზეთი The Washington Post იუწყება ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით.
გამოცემის თანამოსაუბრეებმა დააზუსტეს, რომ ფლაერებში საუბარია $50 მილიონის ოდენობის ჯილდოზე მადუროს დაპატიმრებაში დახმარებისთვის. სავარაუდოდ, ეს იქნებოდა „ვაშინგტონის კამპანიის ესკალაცია მადუროს ხელისუფლებისგან ჩამოშორების მიზნით“ და შესაძლოა, გადააწყვეტინოს ვენესუელის ლიდერს ქვეყნიდან გაქცევა.
სააგენტო Reuters ასევე იუწყება, რომ აშშ მადუროს დამხობის ოპერაციების ჩატარებას უახლოეს დღეებში გეგმავს. სააგენტო ოთხ ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით წერს, რომ დაგეგმილი ქმედებების ზუსტი ვადები და მასშტაბები ჯერ არ არის გამჟღავნებული.










