უცხოური მედია

ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ფრიდრიხ მერცთან ომის დასასრულებლად გადასადგმელი შემდგომი ნაბიჯები განიხილა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა სატელეფონო საუბრის დროს უახლესი მოვლენები განიხილეს და ომის დასასრულებლად გადასადგმელი ნაბიჯები შეათანხმეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

მისი თქმით, გერმანია უკრაინას სამხედრო, ფინანსური და პოლიტიკური თვალსაზრისით ომის დასაწყისიდანვე ეხმარება.

„ომის დასრულების მიზნით გადადგმულ ნაბიჯებთან დაკავშირებით ჩვენი მუშაობის უახლესი დეტალები გავაცანი. ჩვენ კოორდინაციას ვახდენთ იმის უზრუნველსაყოფად, რომ ყველა ჩვენი პარტნიორი იყოს ინფორმირებული. გუშინ უკრაინული გუნდი ჟენევიდან დაბრუნდა და შეთანხმების განახლებულ ჩარჩოსთან დაკავშირებით სრული ანგარიში წარადგინა. ჩვენ განვიხილეთ უახლესი მოვლენები და შევათანხმეთ ჩვენი შემდეგი ნაბიჯები,“ – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელ X-ზე.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ამერიკულ მხარესთან კომუნიკაცია გრძელდება და ის შეერთებული შტატების და პირადად პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ გაწეული ძალისხმევის მადლიერია. გარდა ამისა, ზელენსკის თქმით, მხარეები სატელეფონო საუბრის დროს შეეხნენ „მსურველთა კოალიციის“ დღის წესრიგსაც, რომლის თანათავმჯდომარეც გერმანიაა.

ამასთან, გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ უკრაინა-რუსეთის სამშვიდობო შეთანხმება ევროპის თანხმობას მოითხოვს.

მისი თქმით, გერმანია უკრაინის მხარდაჭერას აგრძელებს და მიისწრაფვის ცეცხლის რაც შეიძლება მალე შეწყვეტისკენ.

„ვესწრაფვით ცეცხლის შეწყვეტას, სამართლიან და გრძელვადიან მშვიდობას უკრაინისთვის და უსაფრთხოებას ევროპისთვის. ნებისმიერ გეგმა, რომელიც გავლენას ახდენს ევროპულ ინტერესებსა და სუვერენიტეტზე, ევროპის თანხმობას მოითხოვს,“ – აღნიშნავს მერცი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა