„ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე BBC-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიას ეხმიანება, რომელშიც საუბარია იმაზე, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ აქციაზე პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა. სამხარაძის განცხადებით, BBC საქართველოს ხელისუფლებას იდიოტობას აბრალებს.
„ BBC ქუთაისში ერთი მაგარი კაცი ცხოვრობდა, “ნიკულინას” ეძახდნენ. ამ ნიკულინას საცოლე ჰყავდა და ჯარში გაწვევამდე დაქორწინებას თავი ვერ მოაბა. წავიდა ჯარში ნიკულინა და საცოლე გაუთხოვდა. ადრე “სეფა” იშლებოდა და იქ ეწყობოდა ხოლმე ქორწილები! გაიგო ნიკულინამ მისი ყოფილი საცოლის ქორწილის დღე, მისამართიც, გამოიპარა ჯარიდან, მოიპარა “Гавновоз-ი”, მიადგა სეფას და შიგნით, მთელი ნაპორით გაუშვა, რა ქორწილი, ჩაიშალა ყველაფერი! BBC-ის ბჟუტურზე გამახსენდა ეს ისტორია! ჩემი გადასაწყვეტი რომ იყოს, დიდი სიამოვნებით მუვუშვებდი აკაცუკებს, სრული ნაპორით მეთანხმებით? იდიოტობას გვაბრალებენ და ხალხს მაინც გავახარებდით! თან, BBC ასე არ გაფარჩაკდებოდა და ბიოლოგიურ იარაღს მიაწვებოდა“,- წერს დიმიტრი სამხარაძე











