პოლიტიკა

დონალდ ტრამპი BBC-ზე: ჩვენ მათ 1-დან 5 მილიარდ დოლარამდე კომპენსაციისთვის ვუჩივლებთ

„ჩვენ მათ 1-დან 5 მილიარდ დოლარამდე კომპენსაციისთვის ვუჩივლებთ, სავარაუდოდ, მომავალ კვირას“, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, BBC-სთან დაკავშირებით, ჟურნალისტებს Air Force One-ის ბორტზე განუცხადა.

„ვფიქრობ, ეს უნდა გავაკეთო, მათ აღიარეს კიდეც, რომ მოატყუეს“, – თქვა ტრამპმა. „მათ შეცვალეს ჩემ მიერ წარმოთქმული სიტყვები“.

აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამ საკითხზე არ უსაუბრია ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერთან, თუმცა მას უახლოეს დღეებში დაურეკავს.

დონალდ ტრამპის ინფორმაციით, თავად სტარმერმა მასთან დაკავშირება სცადა, რომელიც ინციდენტის გამო „ძალიან შერცხვენილი იყო“

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა