პოლიტიკა

ლევან ბეჟაშვილი – რთულია, გაიგო ალეკო ელისაშვილის მოტივაცია, ასევე გასათვალისწინებელია, რომ ჩვენ გვყავს სამართალდამცავი სისტემა, რომელთა მტკიცებულება სარწმუნო ვერ იქნება

გასათვალისწინებელია, რომ ჩვენ გვყავს ხელისუფლება, სამართალდამცავი სისტემა, რომელთა მიერ გამოქვეყნებული მტკიცებულებას სარწმუნო, სანდო ვერ ექნება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.

ბეჟაშვილის თქმით, უნდა დაელოდონ, როგორ წარიმართება პროცესები.

„ალეკო ელისაშვილის ქმედებების შეფასება მათივე პარტიის თუ კოლეგების მიერ მათი საქმეა. ბუნებრივია, ჩვენ ვერ ჩავერევით ამ შეფასებებში. რთულია, გაიგო მოტივაცია, მიზნები, რომელიც ალეკო ელისაშვილს ჰქონდა ამ ქმედებების განხორციელებისას, მაგრამ ასევე გასათვალისწინებელია, რომ დღეს ჩვენ გვყავს ხელისუფლება და სამართალდამცავი სისტემა, რომელთა ნათქვამ სიტყვას, რომელთა მიერ გამოქვეყნებულ მტკიცებულებას ვერანაირი სარწმუნოება, სანდოობა ვერ ექნება. ამიტომ ჩვენ უნდა დაველოდოთ, როგორც წარიმართება პროცესები. ვფიქრობ, ალეკო ელისაშვილი დამატებით გააკეთებს თავის განმარტებებს ამ ქმედებებთან მიმართებაში“, – განაცხადა ბეჟაშვილმა.

კითხვაზე, – „არ გჯერათ, რომ ეს ჩაიდინა? არ ემიჯნებით?“ – ბეჟაშვილმა უპასუხა:

„არც ვგმობთ და არც ვემიჯნებით. ელისაშვილთან დაკავშირებით რაიმე შეფასების გაკეთება ძალიან რთულია. ერთი მხრივ, რთულია, ახსნა მოტივაცია, მიზნები და ამოცანები, რომელებიც მან დაისახა ამ ქმედებების განხორციელებისას. ბუნებრივია, ამ შეფასების ნაწილში ჩვენ ვერ შევალთ. ამავდროულად, სამართალდამცავი ორგანოების მიერ გამოქვეყნებული მტკიცებულებები თავისთავად არ წარმოადგენს რაიმე სარწმუნო ცნობას, ვინაიდან ამ ხელისუფლების სამართალდამცავ სისტემას არანაირი ნდობა არ აქვს საზოგადოების მხრიდან. ამიტომ, ბუნებრივია, ეს ფაქტი უნდა მივიღოთ, როგორც ფაქტად. კონკრეტული შეფასებებისგან პირადად მე თავს შევიკავებდი, რადგან ჯობს, ეს შეფასებები გააკეთოს იმ ადამიანებმა, ვისაც უშუალოდ ეხებათ ქმედებებთან დაკავშირებით პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობა“.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა