პოლიტიკა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პარტია “ხალხის ძალის” წევრის თამარ ჩიბურდანიზის პროექტის “მე, ოჯახი, სახელმწიფო”-ს პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პროექტის “მე, ოჯახი, სახელმწიფოს” გამართულ პრეზენტაციაზე სტუდენტებს ახალგაზრდული პროექტი გააცნო ავტორმა თამარ ჩიბურდანიძემ.

მან ისაუბრა პროექტის მიზნებზე, ამოცანებზე და განხორციელების გზებზე. თამარ ჩიბურდანიძემ აღნიშნა, რომ პროექტში უკვე ჩაერთო 21 უმაღლესი სასწავლებელი, პროფესიული სასწავლებლები და დიასპორული ორგანიზაციები. პროექტი დასრულდება 2026 წლის 20 თებერვალს, როდესაც გამოვლინდებიან გამარჯვებული ახალგაზრდები.

ღონისძიებაზე, სახელმწიფო პოლიტიკის პრიორიტეტებზე და მის განხორციელებაში ახალგაზრდობის ჩართულობაზე სტუდენტებთან ღია საუბრის ფორმატით ისაუბრა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია “ხალხის ძალის” თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა, საქართველოს პარლამენტის წევრმა ზურაბ ქადაგიძემ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა დავით გურგენიძემ, ახალგაზრდობის სააგენტოს პროექტების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ანი ბუხრაშვილმა. პროექტი “მე, ოჯახი, სახელმწიფო” ხორციელდება ახალგაზრდობის სააგენტოს “ახალგაზრდული ორგანიზაციების გაძლიერება”ფარგლებში და თბილისის მერიის თანადაფინანსებით. პროექტს ახორციელებს საქართველოს დემოგრაფიული აღორძინების ფონდი. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია კიდევ სხვა უნივერსიტეტებში ვიზიტი, რომლებმაც პროექტში ჩართულობის სურვილი გამოთქვეს.

Facebook Comments Box

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა