“ფაქტმონიტორის” ანალიტიკოსი, ვახტანგ თოფურია, BBC-ის მიერ გავრცელებულ მასალასთან დაკავშირებით Washington Examiner-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიას ეხმიანება. მისი განცხადებით, BBC-ის ცილისწამების შემდეგ, საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ ორკესტრირებული თავდასხმა გრძელდება, Washington Examiner-ის სტატიის ავტორი კი ანი ჩხიკვაძეა, რომელსაც თოფურია “სერტიფიცირებულ აგენტს” უწოდებს.
“BBC-ის ცილისწამების შემდეგ, საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ ორკესტრირებული თავდასხმა გრძელდება, ამჯერად თამაშში Washington Examiner-ი ერთვება, ხომ არ დაგაინტერესებთ „ფასიანი სტატიის“ ავტორი? ვინმე ანი ჩხიკვაძე, რომელიც ცნობილ „ამერიკის ხმაში“ მუშაობდა, სერტიფიცირებული აგენტია.” – წერს ვახტანგ თოფურია X-ზე.
Facebook Comments Box











