რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ თვითგამოცხადებული დონეცკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკების ტერიტორიები „ნებისმიერ შემთხვევაში გათავისუფლდება“.
„ყველაფერი ამისკენ მიდის. ან შეიარაღებული გზით ვათავისუფლებთ ამ ტერიტორიებს, ან უკრაინული ჯარები დატოვებენ ამ ტერიტორიებს და შეწყვეტენ იქ ომს“, – განაცხადა პუტინმა ტელეკომპანია India Today-სთან ინტერვიუში.
მისივე თქმით, უკრაინის ამ რეგიონების მოსახლეობამ „დამოუკიდებლობას ხმა მისცა“.
„უკრაინას ეგრევე ვუთხარით: ხალხს არ უნდა თქვენთან ცხოვრება. გაიყვანეთ თქვენი ჯარები და არანაირი საომარი მოქმედებები არ იქნება. მათ ომი არჩიეს“, – განაცხადა პუტინმა.
Facebook Comments Box











