პოლიტიკა

მაია ნიკოლეიშვილი: როცა საუბრობ იმაზე, რაც არ იცი, მაგრამ იცი, რომ ამას შენი ქვეყნისთვის მოყვება ცუდი შედეგი, ეს არის უკვე მავნებლური უპასუხისმგებლობა და თუ ამის უკან კონკრეტული მიზანია, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული – მათ ხომ იციან, რომ ტოქსიკოლოგები არ არიან და ჰაერზე ლაპარაკობენ

შენ საუბრობ იმაზე, რაც არ იცი, მაგრამ აუცილებლად იცი, რომ ამას საქართველოსთვის, შენი ქვეყნისთვის, მოყვება შედეგი, ეს არის უკვე მავნებლური უპასუხისმგებლობა და თუ ამის უკან კონკრეტული მიზანია, როცა ამდენი ადამიანი ამას ამბობს, თუ ეს კონკრეტული მიზანია, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული, – ამის შესახებ ექსპერტმა, მაია ნიკოლეიშვილმა, გადაცემაში „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალი სივრცე“ განაცხადა.

მაია ნიკოლეიშვილი იმ ადამიანების ქმედებას, რომლებიც არ არიან ტოქსიკოლოგები, მაგრამ მაინც საუბრობენ მომწამვლელი ნივთიერებების არსებობაზე, მათი მხრიდან „მავნებლურ უპასუხისმგებლობას“ უწოდებს.

„კიდევ კარგი, გამოძიება რომ დაიწყო, იმიტომ რომ ჩვენ გვახსოვს მსგავსი შემთხვევა ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ – რადიაქტიული ნივთიერებები, მოწამვლა, მან ითავხედა და მე ეს ხალხი მწამლავდა და კიდევ მომწამლავენო. მაშინ ეს მავნებლური უპასუხისმგებლობა დარჩა დაუსჯელი. ჩვენ უპასუხისმგებლობას როგორც მორალურ კატეგორიას ისე ვუყურებთ, მაგრამ არა – ვიყოთ ობიექტურები, არსებობს უპასუხისმგებლობა, როდესაც არავის არანაირ ვნებას არ აყენებ და რაღაც უპასუხისმგებლობით რაღაც მცირედი გადაცდომა მოხდა. მაგრამ არის უპასუხისმგებლობა, ანუ შენ საუბრობ იმაზე, რაც არ იცი, მაგრამ აუცილებლად იცი, რომ ამას საქართველოსთვის, შენი ქვეყნისთვის მოყვება შედეგი – ეს არის უკვე მავნებლური უპასუხისმგებლობა და თუ ამის უკან კონკრეტული მიზანია, როცა ამდენი ადამიანი ამას ამბობს, თუ ეს კონკრეტული მიზანია, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული. აქ რეგულირებას [რეგულირების სააგენტოს], მე არც შევაწუხებდი ამ საკითხზე, რადგან თუ მათ მიზანმიმართულად გააკეთეს ეს და ჩვენ ბევრი ვნახეთ, მიზანმიმართულად საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედება – ჩემი აზრით, ეს არის სახეზე.

მათ ხომ იციან, რომ ტოქსიკოლოგები არ არიან, მათ ხომ იციან, რომ ჰაერზე ლაპარაკობენ. ეს ხომ იციან, თუ ერთმანეთში ჭორაობენ სამზარეულოში, ან ოფისში ჯანდაბას, მაგრამ ისინი BBC-ის აძლევენ მასალას, ეს ქვეყნის გარეთ გასვლაა. ჩემი აზრით, ეს არის მავნებლური უპასუხისმგებლობა და თან საქართველოს საზიანოდ, თორემ მათი შემოსავალი ჩვენ არ გვაინტერესებს; უხდიან, არ უხდიან – არ მაინტერესებს, საქართველოს ვნებ, ამიტომ, ჩემი აზრით, ეს უნდა იყოს დასჯადი. როდესაც სააკაშვილის მიმართ ის დემენცია, რომელიც გამოჩნდა, რომ დაუსაბუთებელი იყო, რადიაქტიული ნივთიერებები, როდესაც ასეთ იდიოტობებზე რეაგირება არ ხდება და ჩვენ გვეცინებოდა ამაზე, იქ ძაღლებიც ყეფდნენ ამაზე მგონი ორკესტრირებულად, როცა ჩვენ ამას ვთვლიდით სიგიჟედ და გვეცინებოდა. თურმე არ ყოფილა გასაცინი, თურმე იქვე პასუხისმგებლობა უნდა მოყოლოდა ამ ნათქვამს. აი ამ დაწერილს, რომელსაც ხელი მოაწერა ადამიანმა, რომ რადიაქტიული ნივთიერებებით იყო მოწამლულიო, იქვე პასუხისმგებლობა, რომ არ მოყვა, იმიტომ მოხდა ეს.“- განაცხადა მაია ნიკოლეიშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა