განათლება

გია აბაშიძე: სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხულთათვის უფასო სწავლების უმნიშვნელოვანესი პროექტი არჩევნებს კი არ უკავშირდება, არამედ განათლების სფეროს განვითარებას, ნებისმიერი სოციალური სტატუსის მქონე აბიტურიენტისთვის ცოდნის მიღების შესაძლებლობას

ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში, პრემიერ – მინისტრის განცხადებას ეხმიანება, სადაც ნათქვამია, რომ “ 2026 წლის მიღებიდან სტუდენტებისთვის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლა იქნება უფასო”.

uროგორც აბაშიძე აღნიშნავს, ამ ისტორიული და სოციალური სამართლიანობის ნაბიჯით, ხელისუფლება კვლავ ადასტურებს მოქალაქეებზე ზრუნვის შეუქცევად პოლიტიკას.

“სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხულთათვის უფასო სწავლების უმნიშვნელოვანესი პროექტი არჩევნებს კი არ უკავშირდება, არამედ განათლების სფეროს განვითარებას, ნებისმიერი სოციალური სტატუსის მქონე აბიტურიენტისთვის ცოდნის მიღების შესაძლებლობას. ამ ისტორიული და სოციალური სამართლიანობის ნაბიჯით, ხელისუფლება კვლავ ადასტურებს მოქალაქეებზე ზრუნვის შეუქცევად პოლიტიკას. ხოლო პოლიტიკურად ანგაჟირებულმა ცალკეულმა ლექტორებმა დროა იფიქრონ საკუთარი უნარ-ჩვევების დახვეწაზე და არა ქუჩის აქტივისტობაზე და პოლიტიკანობაზე, მათ სფეროში საინტერესო კონკურენციული პერიოდი დგება.” – წერს აბაშიძე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა