სამართალი

ირაკლი ყანდაშვილი: ასოციაცია ყოველთვის იქნება დისტანცირებული ნებისმიერი პოლიტიკური ძალისგან და ინტერესისგან,  სწორედ ამაში მდგომარეობს „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ სიძლიერე

ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, ძვირფასო მეგობრებო, სახეზეა პირდაპირი მცდელობა „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ და მისი არჩევნების პოლიტიზაციის. ნათლად ჩანს, რომ პოლიტიკურად ანგაჟირებული ხალხი, კონკრეტული პოლიტიკური ძალების აქტივისტები ცდილობენ, მათ შორის კონკრეტული მედიები, პირდაპირ და უხეშად ჩაერიონ „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ არჩევნებში კონკრეტული კანდიდატების სასარგებლოდ,- ამის შესახებ „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ირაკლი ყანდაშვილმა განაცხადა. 

ირაკლი ყანდაშვილის განცხადებით,  მედიაკამპანიების და პოლიტიკური ძალების მხრიდან ხდება  უხეში ჩარევა, რათა  „საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია“  იქცეს პოლიტიკურ ინსტრუმენტად. 

„ ჩემი აზრით, უკვე გამომჟღავნდა ბოლო ტენდენციებით, თუ როგორ იქცევიან, რას ამბობენ, წერენ, კონკრეტულ პოლიტიკურ ძალებთან აფილირებული პირები. მეგობრებო, ეს არის პირდაპირი და უხეში ჩარევა პოლიტიკური ძალის მხრიდან, მედიაკამპანიის გამოყენებით, რათა აქციონ „საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია“ პოლიტიკურ ინსტრუმენტად. ჩემი პასუხი არის მარტივი. ყველაფერს უნდა დაერქვას თავისი სახელი. ერთ მხარეს არის პროფესია და პროფესიული ინტერესი და მეორე მხარეს არის კონკრეტული პოლიტიკური ინტერესი.“- განაცხადა ირაკლი ყანდაშვილმა. 

ყანდაშვილის განცხადებით „საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ყოველთვის იქნება დისტანცირებული ნებისმიერი პოლიტიკური ძალისგან. 

„ძვირფასო ადვოკატებო, ძვირფასო მეგობრებო, ძვირფასო კოლეგებო, ჩემი პასუხი არის ხისტი და ყოველთვის იქნება ხისტი ამ საკითხთან დაკავშირებით. ეს არის მიუღებელი. ჩემი ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის პერიოდში არავის არ ეღირსება მოახდინოს ადვოკატთა ასოციაციის როგორც ინსტიტუციის პოლიტიზირება.  

და კიდევ ერთი, ძვირფასო მეგობრებო, ჩემი პასუხი არის ლოგიკური. ეს არ არის ადგილი პოლიტიკური ბრძოლისთვის. ასოციაცია ყოველთვის იქნება დისტანცირებული ნებისმიერი პოლიტიკური ინტერესის, ნებისმიერი პოლიტიკური ძალისგან და სწორედ ამაში მდგომარეობს „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ სიძლიერე.“- განაცხადა ყანდაშვილმა.  

ირაკლი ყანდაშვილის განცხადებით, ის არის ადამიანი, რომელსაც განუხრელად უყვარს საკუთარი პროფესია და მისი პრინციპები. 

„ძვირფასო მეგობრებო, მე ვარ თქვენი კოლეგა, ირაკლი ყანდაშვილი, ადვოკატი, ადამიანი, რომელსაც განუხრელად უყვარს თავისი პროფესია, მისი პრინციპები და მისი სული. ადამიანი, რომელსაც თავისი პრაქტიკული გამოცდილებით იცის რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს პროფესიულ ღირსებას და რამდენად დიდია ის პასუხისმგებლობა, ის ტვირთი, როცა შენი მარწმუნებელი, შენი კლიენტის იურიდიული ბედი, შენს ქმედებებზეა დამოკიდებული.“- განაცხადა ირაკლი ყანდაშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა