პოლიტიკა

“ოცნებას” ეშინია, რადგან საჯარო გამოძიება დაადგეს, ვინ გასცა ნებართვა რეზინის ტყვიების გამოყენებაზე“ – გიორგი გახარია 

ქართულ ოცნებას” საჯარო გამოძიების ეშინია” – ამის შესახებ ექს-პრემიერი, გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს და ივანიშვილის გუნდის მიერ BBC-ის რეპორტაჟის საფუძველზე, ტოქსიკური ქიმიური ნივთიერებების სავარაუდო გამოყენების გამოსაძიებლად, საგამოძიებო კომისიის შექმნაზე უარის თქმას ეხმიანება.

პარტია “საქართველოსთვის” ლიდერი წერს, რომ “ოცნებას” საჯარო გამოძიება აშინებს, რადგან ის გამოავლენს, თუ ვინ გასცა   მომიტინგეების წინააღმდეგ ტოქსიკური ქიმიური ნივთიერებების გამოყენების ბრძანება და დაადგენს, თუ როგორ გახდა შესაძლებელი 20 ივნისს რეზინის ტყვიების გამოყენება.

გახარია აღნიშნავს, რომ “ფაქტების გამოვლენის ერთადერთი დარჩენილი გზა საერთაშორისო გამოძიებაა”.

“ქართულ ოცნებას” საჯარო გამოძიების ეშინია, რადგან ის გამოავლენს, თუ ვინ გასცა  მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ტოქსიკური ქიმიური ნივთიერებების გამოყენების ბრძანება. საჯარო გამოძიება ასევე დაადგენს, თუ როგორ გახდა შესაძლებელი 20 ივნისს რეზინის ტყვიების გამოყენების ნებართვა მინისტრისა და მინისტრის მოადგილის უფლებამოსილების გვერდის ავლით.

ვინაიდან საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ კმაყოფილია ოთხდღიანი “გამოძიების” შედეგებით, მაშინ როდესაც “ქართული ოცნება” უარს ამბობს საპარლამენტო მექანიზმების გამოყენებაზე სიმართლის გამჭვირვალედ დასადგენად, ფაქტების გამოვლენის ერთადერთი დარჩენილი გზა საერთაშორისო გამოძიებაა,” – წერს გიორგი გახარია.    


Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა