განცხადება · 127 ნახვა
„ჩვენ ვცხოვრობთ ევროკავშირის არსებობის ბოლო საათებში, შევედით დასკვნით ფაზაში“
ჩემი ხედვა ასეთია: ჩვენ ვცხოვრობთ ევროკავშირის არსებობის ბოლო საათებში. ჩვენ შევედით დასკვნით – დაშლის ფაზაში, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა. მისი განმარტებით კოლაფსი ერთ დრამატულ მომენტში არ მოხდება, ვინაიდან სისტემა ზედმეტად დიდია უეცარი ნგრევისთვის, თუმცა, ევროკავშირი შიგნიდან ირყევა და საკუთარ თავს თავადვე შლის.
“ეს უნდა წარმოვიდგინოთ როგორც პროცესი, როდესაც გადაწყვეტილებები მიიღება, მაგრამ შემდეგ ან წევრი სახელმწიფოები არ ახორციელებენ მათ, ან კომისია ვერ ახერხებს განხორციელებას, ან პარლამენტი მათ პარალიზებას ახდენს. მიიღება გადაწყვეტილებები, რომლებსაც არანაირი შედეგი არ მოჰყვება. ასე არ ხდება კოლაფსი – ყველაფერი არ მთავრდება ერთ დრამატულ მომენტში, როგორც ბევრს წარმოუდგენია, უეცარი ნგრევით. ეს სისტემა ამისთვის ზედმეტად დიდია. ასე არ მუშაობს. ამის ნაცვლად, ის იშლება ნელ-ნელა, შიგნიდან ირყევა და თავადვე შლის საკუთარ თავს. და ჩვენ სწორედ ამ დღეებს ვცხოვრობთ ახლა. ეს ერთ დღეში არ მოხდება. ეს ისტორიული ეპოქაა. შეიძლება მრავალი წელი გაგრძელდეს, მაგრამ ეს მისი დასასრულია.” – აღნიშნა ვიქტორ ორბანმა. მისი განცხადებით, თუ მთელი ევროპული სისტემის რადიკალური რეორგანიზაცია არ მოხდება, მაშინ დღეს არსებული სტრუქტურა აუცილებლად დაიშლება. “თუ ჩვენ რადიკალურად არ მოვახდენთ მთელი ევროპული სისტემის რეორგანიზაციას, თუ არ გადავაწყობთ ევროპულ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის სისტემას, მაშინ ის, რაც დღეს გვაქვს, აუცილებლად დაიშლება. ჩვენ სწორედ ამ დღეების მომსწრენი ვართ,” – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.
განათავსეთ თქვენი რეკლამა
ვიქტორ ორბანი სხვა განცხადებებიყველა განცხადება
- ვიქტორ ორბანი„ჩვენმა პატრიოტულმა მთავრობამ დაიცვა უნგრელი ბავშვები აგრესიული LGBTQ პროპაგანდისგან – ახლა ბრიუსელის იმპერია საპასუხო დარტყმას ახორციელებს“
- ვიქტორ ორბანი„უნგრეთის პოზიცია უცვლელია: არ არის ნავთობი – არ არის ფული. როგორც კი უკრაინა ნავთობის მიწოდებას განაახლებს, ჩვენ აღარ შევუშლით ხელს კრედიტის დამტკიცებას“
- ვიქტორ ორბანი„არსებობს გეგმა, რომლის მიხედვით, ევროკავშირი ომში 2030 წლისთვის ჩაერთვება – ბრიუსელი ზეწოლას მოახდენს ყველა წევრ სახელმწიფოზე, რათა ომში მონაწილეობა მიიღონ“
- ვიქტორ ორბანი„არსებობს გეგმა, რომლის მიხედვით, ევროკავშირი ომში 2030 წლისთვის ჩაერთვება და მათი მოსახლეობა ამისთვის ემზადება, 2026-2030 წლები ჩვენს ცხოვრებაში ყველაზე საშიში იქნება“
