უცხოური მედია

პიტერ სიიარტო ანდრეი სიბიგას: თქვენი გაზის იმპორტის 58% და ელექტროენერგიის იმპორტის 44% უნგრეთიდან მოდის, ცოტა უფრო მოკრძალებული უნდა იყოთ – არაერთხელ გითხარით, თქვენი ომი რუსეთთან, არ არის ჩვენი

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო, უკრაინელ კოლეგას, ანრეი სიბიგას მიმართავს, რომელმაც ვიქტორ ორბანს “ევროპაში რუსეთის ყველაზე ძვირფასი გაყინული აქტივი” უწოდა.

სიიარტო, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს ახსენებს, რომ მის ქვეყანაში გაზის 58% და ელექტროენერგიის 44% იმპორტი სწორედ უნგრეთიდან ხორციელდება და ურჩევს, რომ “ცოტა უფრო მოკრძალებული” იყოს.

“ძვირფასო მინისტრო, შემიძლია შეგახსენოთ, რომ თქვენი გაზის იმპორტის 58% და ელექტროენერგიის იმპორტის 44% უნგრეთიდან მოდის. ცოტა უფრო მოკრძალებული უნდა იყოთ. მე არაერთხელ გითხარით, ამიტომ შემიძლია გავიმეორო: თქვენი ომი რუსეთთან არ არის ჩვენი ომი და ჩვენ არ ვართ მზად, უნგრელი ხალხის უსაფრთხოება რისკის ქვეშ დავაყენოთ.” – წერს პიტერ სიიარტო X-ზე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა