მაიამიში აშშ-სა და რუსეთის დელეგაციების შეხვედრის მეორე რაუნდი გაიმართა. დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და აშშ-ის პრეზიდენტის სიძე ჯარედ კუშნერი რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელ კირილ დმიტრიევს შეხვდნენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ უიტკოფმა აღნიშნა, რომ მსჯელობა პროდუქტიული და კონსტრუქციული იყო.
„განსაკუთრებული ყურადღება შემდეგი ნაბიჯების ვადებისა და თანმიმდევრობის განხილვას დაეთმო. უკრაინა სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მიღწევისადმი სრულად ერთგული რჩება. ჩვენი საერთო პრიორიტეტია მკვლელობების შეწყვეტა, გარანტირებული უსაფრთხოების უზრუნველყოფა და უკრაინის აღდგენის, სტაბილურობისა და გრძელვადიანი კეთილდღეობისთვის პირობების შექმნა.
მშვიდობა უნდა იყოს არა მხოლოდ საომარი მოქმედებების შეწყვეტა, არამედ ღირსეული საფუძველი სტაბილური მომავლისთვის“, – დაწერა უიტკოფმა სოციალურ ქსელში.
აშშ-სა და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები 2 დღის განმავლობაში გრძელდებოდა.











