Uncategorized

ირაკლი ქადაგიშვილი გაფართოების შესახებ ევროკომისიის დოკუმენტზე: ხშირ შემთხვევაში ევროკავშირი ასეთი დამოკიდებულებით, თვითონ ევროკავშირის იდეას აუფასურებს

საქმე გვაქვს კონკრეტულად იმასთან, თუ როგორ მანიპულირებენ, იმისდა მიხედვით, თუ რა აწყობთ, – ასე აფასებს ირაკლი ქადაგიშვილი გაფართოების შესახებ ევროკომისიის შეფასების დოკუმენტს. პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ასეთი მიდგომით ევროკავშირის იდეა უფასურდება.

„ამიტომაც ვამბობთ, რომ ხშირ შემთხვევაში ევროკავშირი ასეთი მიდგომებით, ასეთი დამოკიდებულებით, თვითონ ევროკავშირის იდეას აუფასურებს“, – მიიჩნევს ქადაგიშვილი.

ევროკავშირის საბჭომ უკრაინისა და მოლდოვის შეფასების დოკუმენტიდან ამოიღო მუხლები კორუფციასა და ადამიანის უფლებებზე.

აღნიშნულ საკითხზე „ქრონიკამ“ კითხვით ევროკავშირის საელჩოს მიმართა, თუმცა, პასუხი ამ დრომდე არ მიუღია.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა