ლევან მახაშვილმა გაფართოების შესახებ ევროკომისიის შეფასების დოკუმენტი შეაფასა. პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ანგარიშის მიკერძოებულს უწოდებს.
„მოსახლეობამ კარგად იცის, რა მდგომარეობაა ამ ქვეყნებში, როგორც ადამიანის უფლებების დაცვის, ასევე კორუფციასთან ბრძოლის ნაწილში, მაგრამ არცერთი სიტყვა არ არის ნახსენები ამ მიმართულებით, რაც კარგად აჩვენებს ამ დოკუმენტის მიკერძოებულობას. ევროკომისიის მიზანი არის არა ფაქტების დადგენა და მათი ობიექტური შეფასება, არამედ ამ დოკუმენტის პირდაპირ პოლიტიკური შანტაჟისთვის გამოყენება“, – აცხადებს მახაშვილი.
ევროკავშირის საბჭომ უკრაინისა და მოლდოვის შეფასების დოკუმენტიდან ამოიღო მუხლები კორუფციასა და ადამიანის უფლებებზე.
აღნიშნულ საკითხზე „ქრონიკამ“ კითხვით ევროკავშირის საელჩოს მიმართა, თუმცა, პასუხი ამ დრომდე არ მიუღია.











