განცხადება · 116 ნახვა
„ელენე ხოშტარიას პატიმრობის პერიოდში სხვადასხვა შუამდგომლობა იყო, თუმცა უამრავი წერილით ის ამბობდა, ნუ ერევით ჩემს საქმეში, თქვენი დახმარება არ მჭირდებაო“
ელენე ხოშტარიას საქმეზე მოსამართლემ ყველა ის გარემოება ჩამოთვალა, რომელიც მას არასაპატიმრო სასჯელის გამოტანის საშუალებას არ აძლევდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, დსახელდა იმ ჯარიმების რაოდენობა, რომელიც ელენე ხოშტარიამ არ გადაიხადა.
განათავსეთ თქვენი რეკლამა
„ხოშტარიამ გირაოს გამოყენებაზე უარი თქვა. კამპანიაც კი იყო, რომ ფული შეეგროვებინათ, თუმცა ციხიდან ხალხს წერილი მოსწერა, ეს ფული არ შეეგროვებინათ. ამ დანაშაულისადმი დამოკიდებულება საჯაროდ შემდგომშიც ბევრჯერ გამოხატა. მისი პატიმრობის პერიოდში სხვადასხვა შუამდგომლობა იყო, თუმცა უამრავი წერილი საჯაროდ გამოაგზავნა, რომ ნუ ერევით ჩემს საქმეში და თქვენი დახმარება არ მჭირდებაო. პრინციპულად გამოხატავდა, რომ სახელმწიფოს არცერთ გადაწყვეტილებას არ ცნობს. ასეთ ვითარებაში მოსამართლე სხვა გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა. საქართველოში როდესაც სამართლებრივი საშუალებები ამოიწურება, შეუძლია, სტრასბურგის სასამართლოს მიმართოს და იქაც რომ დამარცხდება, შემდეგ აქ ვიღაცებს გაუკვირდებათ. დამარცხდება იმიტომ, რომ ქართული მხარე სასამართლოს ყველაფერს წარუდგენს და აჩვენებს, მას გირაოც შეეთავაზა და ყველაფერზე უარი თქვა“, – განაცხადა თენგიზ შარმანასვილმა.
კითხვაზე, გაიზიარებს თუ არა ქართული სასამართლო სტრასბურგის სამართლებრივ გადაწყვეტილებებს, თენგიზ შარმანაშვილი პასუხობს, რომ გაიზიარებს, როგორც აქამდე იზიარებდა.
„კიდევ ვერ გაუგიათ, რომ სამართლებრივი პროცედურა პოლიტიკური პროცედურა არ არის და მოსამართლეს შენი ნაბიჯებით საშუალება უნდა მისცე, რომ შედარებით ლმობიერი გადაწყვეტილება მიიღოს. როდესაც ყველა გზას შენ თვითონვე ამოქოლავ, რომ მოსამართლემ ეს საშუალება გამოიყენოს, შემდეგ აღარავის არაფერი აღარ უნდა გაუკვირდეს“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.
თენგიზ შარმანაშვილი სხვა განცხადებებიყველა განცხადება
- თენგიზ შარმანაშვილი„სასამართლო გადაწყვეტილებებს ეჭვქვეშ აყენებენ და ამბობენ, რომ არაფერზე არიან პასუხისმგებლები, ისინი იმდენად უსუსურები არიან მტკიცებულებებსა და ფაქტების წინაშე, რომ ეს ტაქტიკა აირჩიეს“
- თენგიზ შარმანაშვილი„მეხუთე და მეთერთმეტე პუნქტებს რუსეთი ჩვენს წინააღმდეგ იყენებდა ყოველთვის და ის, რომ საქართველოს სახელმწიფოს წარმომადგენლები მაგრად დაუდგნენ, საკმაოდ სერიოზული ომი გადაიტანეს რუსულ მხარესთან, რომ არ აღმოჩენილიყო სასამართლოს გადაწყვეტილებებში, არაფრით ამართლებს იმას, რასაც "ნაცმოძრაობამ" მხარი დაუჭირა“
- თენგიზ შარმანაშვილი„მოპასუხე მხარეს რომ წარმოუდგენია, სასამართლოს არის ადგილი, სადაც შეგიძლია ყალბი ინფორმაცია გაავრცელო, იმიტომაც წააგეს ყველა საქმე სტრასბურგში. პოლიტიკოსები იმას რომ იკადრებენ, სასამართლოს ყალბი ინფორმაცია მიაწოდონ, ამას თავისი შედეგები უნდა ჰქონდეს“
- თენგიზ შარმანაშვილი„მოსამართლეებს შეუძლიათ თავისი ინიციატივით გამოითხოვონ მასალები თუ რაღაცის დაზუსტება დასჭირდებათ. შესაბამისად, არავის ვურჩევდი ტყუილი ნარატივების გავრცელებას, რადგან ამას თავისი შედეგები ექნება მოსამართლეების მხრიდან“
