პოლიტიკა

ზურაბ ჯაფარიძე – არ მიმიღია [გირაოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება] და ჯერ ცოტა ხანი ფიქრი დამჭირდება

კოალიცია “ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერის, ზურა ჯაფარიძის განცხადებით მას არ გადაუწყვეტია გადაიხდის თუ არა სასამართლოს მიერ შეფარდებულ 30 000-ლარიან გირაოს.

მისი თქმით, აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით მას ცოტა ხანი ფიქრი დასჭირდება.

ოპოზიციონერი ლიდერი აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილება მხოლოდ მისი მისაღებია და ხალხს სთხოვს მის ნაცვლად გირაოს თანხის შეგროვებას ნუ დაიწყებენ.

„არა, არ მიმიღია [გირაოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება] და ჯერ ცოტა ხანი ფიქრი დამჭირდება მაგასთან დაკავშირებით იმიტომ, რომ არ არის ეგეთი მარტივი გადაწყვეტილება. მესმის, ძალიან ბევრი რაღაცა წავიკითხე სხვადასხვა მხარდამჭერებისა და მეგობრების შეხედულება რა არის გასაკეთებელი. ერთი რაც მინდა ვთხოვო ყველას არის ის, რომ არცერთ შემთხვევაში არავინ არ სცადოს, რომ ფული ამიგროვოს, ჩემი გადასაწყვეტია ეს და ვერავინ ამას ჩემს გარდა ამას ვერ გადაწყვეტს, მათ შორის უახლოესი ადამიანები. მე ციხეში ვიქნები, თუ გარეთ ვიქნები, ეს არ არის დამოკიდებული იმაზე გირაოს გადავიხდი თუ არა, ეს არის დამოკიდებული იმაზე მე გავჩუმდები, თუ არ გავჩუმდები, მარტო მაგაზე არის დამოკიდებული. თუ მე არ გავჩუმდები, ბოლო ნებისმიერ შემთხვევაში არის ციხე იმიტომ, რომ ამ ქვეყნიდან წასვლას მე არ ვაპირებ. ამიტომ, წარმოდგენა, რომ აგროვებენ და გირაოს გადამიხდიან, ამის გამო გარეთ დავრჩები არის ილუზია.

არა, უნდა დარეკონ და უნდა ჩამომართვან [პასპორტი და პირადობა], სავარაუდოდ, მაგაზეც ერთთვიანი ვადა იქნება და ერთ თვეში გირაოს გადახდა და პასპორტის ჩამორთმევა ერთი ამბავი იქნება, ეგრე მგონია,” – ამბობს ზურა ჯაფარიძე. 

ცნობისთვის, გუშინ, მოსამართლემ ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს 30 000- ლარიანი არასაპატიმრო გირაო შეუფარდა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა