საზოგადოება

მიხეილ ყაველაშვილი – ილია მეორის მოღვაწეობა ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ასაღორძინებლად განსაკუთრებულ მადლიერებას იმსახურებს, პატრიარქს გულითადად ვულოცავ დაბადების დღეს

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, ილია მეორეს დაბადების დღეს ულოცავს.

როგორც პრეზიდენტი აღნიშნავს, ილია მეორის ღვაწლით ეკლესია კვლავ ჩვენი ერის სულიერი საყრდენი და ქართული სახელმწიფოებრიობის მყარი საფუძველია.

„სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია II-ს გულითადად ვულოცავ დაბადების დღეს.

ჩვენი სულიერი მამის, ილია II-ის მოღვაწეობა ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ასაღორძინებლად ჩვენს განსაკუთრებულ მადლიერებას იმსახურებს. მისი უწმინდესობის ღვაწლით ეკლესია კვლავ ჩვენი ერის სულიერი საყრდენი და ქართული სახელმწიფოებრიობის მყარი საფუძველია.

მისი უწმინდესობის მრავალწლიან სულიერ წინამძღოლობასა და მოღვაწეობას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნის მშვიდობის, ქართველი ხალხის სულიერი სიმტკიცისა და ერთობისთვის.

განსაკუთრებით დასაფასებელია მისი წვლილი საზოგადოებაში შემწყნარებლობის, თანხმობისა და სიყვარულის გაძლიერებაში.

ჩვენს პატრიარქს ვუსურვებ ჯანმრთელობას, მშვიდობასა და დიდხანს მსახურებას ჩვენი ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ“, – აღნიშნულია პრეზიდენტის მილოცვაში.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა